ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პირი, რომელსაც კოროანვირუსი დაუდგინდა, სოფელ მუშევანიდან კლინიკაში იყო გადაყვანილი და კოვიდ-19 ლაბორატორიული კვლევის შედეგად იქ დაუდასტურდა. დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან ლაბორატორიაში 145 საკვლევი მასალა გადაიგზავნა. აქედან 130 არის მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების 151 დადასტურებული ფაქტია, მათგან 3 გარდაიცვალა, 66 კი გამოჯანმრთელდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge