დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ღვინის ეზო N1" - მწვანე ზონაში მდებარე ტურისტული ობიექტი, რომელიც პოსტკორონა პერიოდში, ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება 18.05.2020 23:37

„ღვინის ეზო N1“ - ტურისტული ობიექტია კახეთში, რომელიც, თანამედროვე ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, სრულიად განსხვავებული კონცეფციით პოზიციონირებს. 

 

„ღვინის ეზო N1“- იგივე „შენი ოჯახი საქართველოში“ უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს  ქართულ, ავთენტურ, ტრადიციულ ოჯახს ესტუმრონ და მისი სრულფასოვანი წევრები გახდნენ. „იგრძენი თავი საკუთარ სახლში“ - ეს არის დევიზი, რომლითაც, აღნიშნული ტურისტული ობიექტი, საკუთარ სტუმრებს ოჯახურ, თბილ გარემოში ეპატიჟება. ალბათ ამ განსხვავებულობამ განაპირობა ის, რომ „ღვინის ეზო N1-ს, დაარსებიდან, კორონაპანდემიის დადგომამდე, ყველა სეზონზე, რეკორდული რაოდენობის ტურისტი სტუმრობდა. 

 

 

მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის პანდემიამ, პრობლემები მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას შეუქმნა. აიკრძალა ფრენები, მთლიანად შეჩერდა ტურისტული ბიზნესი, - დაიხურა სასტუმროები, მეღვინეობები, მარნები. გამონაკლისი არც „ღვინის ეზოN1“  ყოფილა. მაგრამ, მედალს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია და მსოფლიო კრიზისის ფონზე, მედლის მეორე მხარე, აღნიშნული ობიქტისთვის, შესაძლოა საკმაოდ მომგებიანი და სახარბიელო აღმოჩნდეს! საქმე იმაშია, რომ კახეთში, სადაც აღნიშნული ობიექტი მდებარეობს, ამ დრომდე, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ის მწვანე ზონაშია შესული, - როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა მხარე. ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ეს გარემოება, ძალიან კარგად იმოქმედებს ტურისტულ მიმართულებაზე და ისინი საქართველოს და განსაკუთრებით კახეთს, უამრავ უცხოელ სტუმარს უწინასწარმეტყველებენ.

 

ამ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებს „ღვინის ეზოN1“-ის დამფუძნებელი - თიკა დუღაშვილი. მისი აზრით, პოსტკორონა ტურისტული გარემო საქართველოში და განსაკუთრებით, - კახეთში, მიმზიდველი იქნება უცხოელებისთვის:

 

 

„მოგეხსენებათ, რომ, კახეთი ე. წ. მწვანე ზონად სახელდება და იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება. „ღვინის N1“ - ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. სოფელი გარშემორტყმულია კავკასიონის მთებითა და მდინარეებით. ჩვენი ობიექტი ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ პროდუქტებზე. „ღვინის ეზო N1“ - ში ჩვენი სტუმრები მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევენ, რომელსაც საკუთარი ბაღიდან და ადგილობრივი ფერმერებისგან ვიძენთ. როცა თქვენ „ღვინის ეზო N1“ - ს სტუმრობთ, ეს ნიშნავს, რომ ერთის მხრივ მიირთმევთ ნატურალურს, მეორეს მხრივ კი ეხმარებით სოფელს გაძლიერებაში, მხარს უჭერთ ადგილობრივების საქმიანობას. საბოლოოს, ძლიერი სოფელი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს! ჩვენ კი, ამ შემთხვევაში მსოფლიო ხალხებს,  შეგვიძლია ერთმანეთისთვის  სასარგებლოები ვიყოთ!“ - აცხადებს თიკა დუღაშვილი.

 

საქართველოს მთავრობის განმარტებით, ჩვენი ქვეყანა, უცხოელი ტურისტების მისაღებად, პირველი ივლისიდან მზად იქნება და წლევანდელი წელი, ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისათვის, კიდევ უფრო შემოსავლიანი იქნება.  

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ