12:18 19.05.2020
ირანის რევოლუციის დაისი

„ნიუ-იორკერ“-ში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „ირანის რევოლუციის დაისი“, რომელშიც ნათქვამია: „ამერიკელი პოლიტოლოგები, ექსპერტების და ჟურნალისტ-მიმომხილველები რამდენიმე ათეული წელია განუწყეტლივ წინასწარმეტყველებენ, რომ ირანის მმართველი თეოკრატიული რეჟიმი სულ მალე დაემხობაო, მაგრამ ასე არ მოხდა." 

 

სტატიაში, რომლის ავტორია დექსტერ ფილკინსი, შეიძლება ითქვას, ნამდვილად ობიექტური პოზიციაა გადმოცემული თეირანის პოლიტიკის შესახებ. პუბლიკაცია ემყარება ინტერვიუებს და საუბრებს ექიმებთან, ჟურნალისტებთან და სასულიერო პირებთანაც კი. ავტორი წერს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ ირანის საზოგადოებაში დაპირისპირება გაამძაფრა. ხელისუფლების სათავეში მდგომ 80 წლის აიათოლა ჰამენეის თანამედროვე დემოკრატიასთან მიმართებით არაფრის გაგონება არ სურს, ქვეყნის ეკონომიკა კი თვალდათვალ იშლება სანქციების გამო.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.newyorker.com/magazine/2020/05/25/the-twilight-of-the-iranian-revolution?utm_source=twitter&utm_medium=social&utm_campaign=onsite-share&utm_brand=the-new-yorker&utm_social-type=earned




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge