დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"შესაძლოა იმაზე მეტი გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, ვიდრე იცოდა აქამდე და ფარცხალაძეს რაღაც არ აპატია" 19.05.2020 13:41

სამართალდამცავებმა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა, თორნიკე ფარცხალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იგი ნარკოდანაშაულისთვის მიეცა პასუხისგებაში და პირადი ჩხრეკისას 1 აბი "სუბოქსინი" ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. როგორც შევიტყვეთ, თორნიკე ფარცხალაძე ადრეც იყო ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალდებული. იმასაც ამბობენ, რომ მისი ნარკოდამოკიდებულების გამო ძმებს კონფლიქტი ხშირად

ჰქონდათ. თავად ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც მისი პირადი დაცვის წევრი ამბობს, ძმებს ერთმანეთთან დიდი ხანია ურთიერთობა არ აქვთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების გავლენიანი ფიგურა ძმის დაკავებას ასე ადვილად შეეგუება. როგორც შევიტყვეთ, ძმისთვის ადვოკატი სწორედ მან აიყვანა.

 

ისმის კითხვა, ვის და რატომ დასჭირდა ამ ვითარებაში ოთარ ფარცხალაძის ძმის დაკავება? მით უფრო ყველამ იცის ფარცხალაძის გავლენები და ისიც არ იყო არავისთვის უცხო, რომ მისი ძმა ნარკოტიკის მომხმარებელია. ბრალდებულის ადვოკატი ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. სავარაუდოდ, პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება და იქ შეუცვლიან თუ არა თორნიკე ფარცხალაძეს პატიმრობას გირაოთი, მალე გამოჩნდება. ერთი ვერსიით წინასასამართლო სხდომამდე ცოტა ხნით ბრალდებულს ციხეში გამოკეტავენ. შემდეგ კი სასამართლოში საპროცესო გაუფორმდება. თორნიკე ფარცხალაძისთვის წაყენებული მუხლი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბევრი ამ დაკავებას ბიძინა ივანიშვილსაც უკავშირებს და იმასაც ამბობენ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ ნაბიჯს ვერ გადადგამდა მის გარეშეო. ყოფილი გენერალური პროკურორის გავლენებზე "ქართულ ოცნებაში" ბევრი საუბრობს.

 

იურისტი მირიან ნიკოლაძე დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძეზე ეს დარტყმა ბიძინა ივანიშვილისგან მოდის:

 

- სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის დარტყმა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. ოთარ ფარცხალაძე იმდენ რამეს კურირებს საქართველოში, იმდენი რამე აბარია და ისეთი გავლენები აქვს, გამორიცხულია ივანიშვილის გარდა მსგავსი დავალება სხვას გაეცა და ეს თუნდაც გომელაურს გაებედა.

 

ახლა უნდა ვიმსჯელოთ რატომაა თანხმობა. ერთი ვერსიით, ვხედავთ რა ხდება ბოლო დროს ქვეყანაში და როგორი პოლიტიკური ვითარებაა. ყველა უცხოელი პარტნიორის მწვავე შეფასებები მოვისმინეთ და უკვე აღარ განიხილავენ ამათ როგორც მომავალ ხელისუფლებას. ვფიქრობ ეს დაკავება ამ მოვლენებიდან გამომდინარეა და ამით უფრო სერიოზული პროცესების გადაფარვა სცადეს. უნდათ ვითომ დაანახონ უცხოელებს, ნახეთ, ჩვენ დავიწყეთ უკვე შიდა წმენდაო. მეორეა, შესაძლოა შიდა პოლიტიკურ დონეზე შეიძლება რამე დაპირისპირება მოუვიდათ ან იმაზე მეტი გაიგო ბიძინა ივანიშვილმა ვიდრე იცოდა აქამდე და რაღაცები არ აპატია. ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილის გარეშე გამორიცხულია გომელაურს ეს გაეკეთებინა. ფარცხალაძეს გომელაურზე უფრო დიდი გავლენები აქვს ქვეყანაში.

 

გომელაური ყველაფერს უთანხმებს ბიძინას. ერთადერთი ვისაც ამ დაკავებით  შეიძლებოდა დისკომფორტი შექმნოდა, ეს ირაკლი შოთაძეა. ამ დაკავებით შეიძლება განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინა შოთაძეს, რადგან ის ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ბიძინას ვერც ის გაუწევდა წინააღმდეგობას. რაც უნდა ბიძინას, იმას აკეთებენ. რეიტინგი როგორია დღეს "ქართული ოცნების" ყველა ვხედავთ.

ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ