ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან. კვლევის შედეგად 5 ინფიცირების ფაქტი მხოლოდ მუშევანში გამოვლინდა. ამ დროისთვის სოფელში 50 პირია ინფიცირებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი ჯამში 156 კოვიდინფიცირების ფაქტია, აქედან 3 გარდაიცვალა, 66 გამოჯანმრთელდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge