„
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული მოხსენება/ანგარიშის ოფიციალურ ტექსტში არსად არაა ნათქვამი, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია. აღიარებულია საქართველოს, როგორც ევროკავშირის „საკვანძო პარტნიორის“ პროგრესი. რა თქმა უნდა არის შენიშვნებიც, მოსამართლეების შერჩევაზე და ა.შ. თუმცა მთლიანობაში ანგარიში ჩემი აზრით უფრო დადებითია ვიდრე კრიტიკული. არავისთვის ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ, მხოლოდ საკუთარ აზრს გამოვთქვამ. რადგანაც ევროპარლამენტის კედლებში ისმის განცხადებები საქართველოში არსებულ "პოლიტპატიმრებზე" თუნდაც ცალკეული პარლამენტარების მხრიდან, საქართველოს პარლამენტი უბრალოდ ვალდებულია ამაზე ოფიციალური რეაგირება მოახდინოს. თუ რა ფორმით, ეს მისი საქმეა.“