დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„აგვისტოს ომის დროს, როცა ბევრი თხუნელასავით იმალებოდა, ეს ადამიანი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა - დღეს მას უპირისპირდებიან, სწამებენ ცილს, მცირეწლოვან ბავშვებს უშინებენ“ 19.05.2020 21:26

მიხეილ ცილიკიშვილის პოსტი: 

 

Shota Betlemidzes არ ვიცი ვინ, მაგრამ მოინდომეს და შეუქმნეს პრობლემა. მე, მიხეილ ცილიკიშვილი პირადად ვიღებ პასუხისმგებლლბას, რომ მსგავსი მამაძაღლობა არ შეგრჩებათ კონკრეტულ პიროვნებებს. MMA-ს მებრძოლი შოთა ბეთლემაძე ეროვნული გვარდიის ოფიცერია, მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და შემდეგ 33-ე ბატალიონებში. 11 თვე ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა, ის ერაყიდან 2008 წელს დაბრუნდა, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილის მედლით დაჯილდოვდა! 2009 წელს თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან მაშინდელ მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირების გამო გაუშვეს. შოთა ბეთლემაძე მრავალშვილიანი მამაა.

 

აგვისტოს ომის დროს როცა ბევრი თხუნელასავით იმალებოდა სოროში, ეს ადამიანი სამშობლოს სადარაჯოზე იდგა, მას ბევრი თქვენგანი იცნობთ, ეს ის ქართველია რომელსაც არაერთხელ აუფრიალებია ჩვენი დროშა ოქტაგონზე, და მოუტანია წარმატება ქვეყნისათვის... და დღეს ასეთ ადამიანს უპირისპირდებიან, სწამებენ ცილს, მცირეწლოვან ბავშვებს უშინებენ, ეჭრებიან ოჯახში და ჩხრეკენ, ვითომ გაუფორმებელი იარაღის პოვნის საბაბით, რაც რასაკვირველია ვერ აღმოუჩინეს! ადამიანს რომელის ბეჭებზეც გადაიარა ომმა, ადამიანს რომელიც დღემდე ღირსეულად ატარებს მუნდირს, სახელმწიფო ასე არ უნდა ექცეოდეს! როცა ომის გმირს ექცევი ასე სახელმწიფო აღარ გქვია! ნუ დაუკარგავთ ადამიანებს მოტივაციას, იბრძოლონ ქვეყნისათვის! ნაციონალისტური აზროვნება და ქვეყნის სიყვარული დანაშაული არ არის! თუ საჭირო გახდა, ჩვენ ყველა დავუდგებით გვერდში მაიორსა და მებრძოლს შოთა ბეთლემიძეს!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ