დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია 19.05.2020 22:56

42 წლის კოვიდინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის 29 კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა, ანზორ ქობალიამ განუცხადა. მისი თქმით, სულ 107 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში იყო გაგზავნილი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. აქედან დღეს 94 ტესტის პასუხი მიიღეს და კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა. კიდევ 13 ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ