დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ძალიან სათნო სახე აქვს სენატორ კრუზს - უთხარით ვინმემ, რომ "ფრონტერა" საერთაშორისო არბიტრაჟში დამარცხდა და ნუ ასაღებს ამას ამერიკული ბიზნესის შევიწროებად“ 19.05.2020 23:44

ნინო ხაჩიძის პოსტი:

 

„ძალიან სათნო სახე აქვს სენატორ კრუზს - უთხარით ვინმემ, რომ "ფრონტერა" საერთაშორისო არბიტრაჟში დამარცხდა და ნუ ასაღებს ამას ამერიკული ბიზნესის შევიწროებად და ნუ უწევს დისკრედიტაციას ამერიკულ ბიზნესს, თითქოს მას აქვს კანონდარღვევის ესკლუზიური უფლება. მე სენატორი კრუზი არ მაინტერესებს, არც მისი ტონალობა, მე არ მომწონს ალყა, რომელშიც ჩემი სახელმწიფო აღმოჩნდა: იქით რუსული ჩექმა, რომელმაც ნაწილი ჩვენი სახემწიფოსი უკვე გათელა და დანარჩენის გასაათელადაა შეღერებული და ამ დროს სტრატეგიული მოკავშირე (ასეთი ჩრდილოელი მეზობლის ხელში, სხვა სტრატეგიული მოკავშირის შანსი არ არსებობს) უსამართლოდ გაწვება, გამცირებს და გემუქრება. 

 

ამაში ლომის წილი უდევთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement - ოღონდ სკამები დაითრიოთ და ქვეყანას ცეცხლში ფერფლავთ ისე, რომ სინდისიც არ გიტოკავთ! საქართველოს მთავრობა - წესიერად რომ არ არჩევთ კადრებს (მგონი, განზრახ არჩევთ ისეთებს, რომ ზემოთ დათაგულებს მიზნების მიღწევა გაუიოლოთ) და არ გეგმავთ მავნებელი ოპონენტების განეიტრალებას (ქვეყნისთვის მავნებლების)! აბა - ამ სათნოსახიან ბატონს რა ენაღვლება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები ან რატომ უნდა ენაღვლებოდეს?! და მთავარი მოქმედი პირი მაინც ქართველი საზოგადოებაა, თავის მედია და სამოქალაქოდ წოდებული აქტივისტებით, ასევე, "ნაციონალურ მძრაობასთან" სხვადასხვა პრიზმით მიტმასნილი პოლიტიკური სპექტიანად (ეგებ გამორჩნენ პოიტიკურ ძვალს), რომლებიც აიდეალებენ აწ დასავლეთს (რაც ჰომო-სოვეტიკუსის სარკისებური მხარეა), არადა - დასავლეთი მხოლოდ იმიტომ მინდა, რამეში თუ გამომადგება და იმასაც გამოვადგები და რაღაც გამოგვივა, თორემ მონისთვის ბატონის იერსახესა და შეძლებას არც აქვს მნიშვნელობა, პირიქით - მათხოვარი ბატონი ჯობია, უფრო მალე მოვა მონა აზრზე! ანუ ნუ იქნები მონა და არავინ მოგექცევა მონასავით!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ