15:31 20.05.2020
"ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პუ­ტინ­თან დას­ტა-დას­ტად გზავ­ნი­და წე­რი­ლებს და კრემლში მი­ღე­ბას იხ­ვე­წე­ბო­და..."

ყო­ფი­ლი "ლე­ი­ბო­რის­ტი" სოსო შატ­ბე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად "მე­მარ­ცხე­ნე ალი­ანსს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ყო­ფი­ლი ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კურ მე­ტა­მორ­ფო­ზა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ნა­თე­ლაშ­ვილ­მა ის და კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი გა­მო­ი­ყე­ნა სა­ა­კაშ­ვილ­თან ბრძო­ლა­ში რე­ა­ლუ­რად კი, ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან გა­რი­გე­ბა­ში იყო:



- პარ­ტი­ე­ბის გა­მოც­ვლა არ არის სა­თა­კი­ლო, პი­რა­დად მე და ჩემ­მა რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­მაც შე­ვიც­ვა­ლეთ, მას შემ­დეგ, რაც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ საქ­მე გვქონ­და უპ­რინ­ცი­პო, მე­გობ­რე­ბის მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ან­თან. გვე­გო­ნა, რომ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ა­სა და ადა­მი­ა­ნებ­თან ბრძო­ლა იყო, არა­და, თურ­მე 
მათ­თან ბრძო­ლის­თვის ჩვენ გვი­ყე­ნებ­და. სა­ა­კაშ­ვილ­თან იყო გა­რი­გე­ბუ­ლი და ჩვენ გვა­ტყუ­ებ­და. ასე­თი უპ­რინ­ცი­პო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ერთი და ორი კი არა, ათე­უ­ლო­ბით გვყავს.



თუ დას­ჭირ­დათ, ისევ შე­იც­ვლი­ან პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვას. ახლა ხომ ვი­თომ პრო­და­სავ­ლუ­რე­ბი არიან? თუ დას­ჭირ­დათ, ანუ და­სავ­ლეთ­მა და­ფი­ნან­სე­ბა და ლო­ბი­რე­ბა შე­უ­წყვი­ტათ, პუ­ტინ­მა რომ შეს­თა­ვა­ზოთ, აწე­ვენ ხე­ლებს და პრო­რუ­სუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.


ამა­ში ჩემს პი­რად მა­გა­ლით­ზე დავ­რწმუნ­დი: ნა­თე­ლაშ­ვი­ლი პუ­ტინ­თან დას­ტა-დას­ტად გზავ­ნი­და თურ­მე წე­რი­ლებს და კრემლში მი­ღე­ბას იხ­ვე­წე­ბო­და. თან არა მხო­ლოდ პუ­ტინ­თან, ასე­ვე, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის­თან, ბო­რის გრიზ­ლოვ­თან, იო­სიფ კობ­ზონ­თა­ნაც კი... უნდა ნა­ხოთ წე­რი­ლე­ბი, რო­გორ აქებს და ადი­დებს მათ, თუნ­დაც პუ­ტინს...



- რას წერ­და?
- ბა­ტო­ნო ვლა­დი­მირ, თქვენ მსოფ­ლი­ოს­გან მე­ო­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხის გა­დამ­რჩე­ნე­ლი ხართ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია რომ არ და­ინ­გრა, ამით მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი კრა­ხი ააც­ლეთ დე­და­მი­წა­სო... აქებ­და ჟი­რი­ნოვ­სკი­საც... ეს მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კის კონ­გრეს­ში დარ­ბო­და კონ­გრეს­მე­ნებ­თან.



ჩვენ მივ­წე­რეთ კი­დეც კონ­გრესს და გა­ვაფრ­თხი­ლეთ: თუ გულ­ზე ამე­რი­კის დრო­შა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა აქვს და­ხა­ტუ­ლი, ზურ­გზე კრემ­ლი აქვს ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი­თქო.



- დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ფო­ტომ, რო­მელ­შიც შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად არის გა­მო­სა­ხუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სებს მან ხე­ლე­ბი აა­წე­ვი­ნა სი­ტყვე­ბით - "ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ქვე­ყა­ნა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მივა", მა­შინ როცა და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის წინ უგუ­ლა­ვას "სა­ა­კაშ­ვი­ლის რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის ერთ-ერთ მთა­ვარ ჯა­ლათს" უწო­დებ­და...


- სა­მარ­ცხვი­ნო იყო ნა­თე­ლაშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და გიგი უგუ­ლა­ვას­თან შეხ­ვედ­რი­სას!




ავტორ(ებ)ი : კვირის პალიტრა