დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში წესების დაცვაში მხოლოდ ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება - აქ აუცილებელია სწორი განიავება, აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით“ 20.05.2020 20:37

საოფისე სივრცეებში მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ სხვა წესებიც, როგორიცაა განიავება, ხშირი დალაგება სველი წესით, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

 

„ოფისებსა და დახურულ სივრცეში მუშაობისას წესების დაცვაში მხოლოდ მანძილი და ფიზიკური დისტანცირება არ იგულისხმება. აქ აუცილებლად უნდა იყოს სხვა წესები დაცული, როგორიცაა სწორი განიავება, სწორი აირაცია და ხშირი დალაგება სველი წესით, სათანადო სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სამუშაო მაგიდათა შორის ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. რეკომენდირებულია საოფისე სივრცეში ხანგრძლივი დროით მუშაობისას გვქონდეს გამწოვი ვენტილაციები, გამტანი სისტემები ან პირდაპირი განიავების საშუალებები. თითოეულ ადამიანზე უნდა მოდიოდეს 4-8 კვადრატული მეტრი,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ