21:30 20.05.2020
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 157 ადამიანი დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენი-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 157 ადამიანი დაბრუნდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მგზავრები, სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, სასტუმროებში - „ველმონდსა“ და „სითიში“ მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

„კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3519 ადამიანია განთავსებული“ , - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge