დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ეს ერთი ციცინოს ამბავია, მგონია, მსგავსი ამბვები დაგროვდა ნელ-ნელა - რაღაცნაირად მიხარია.. რა ვქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ, ბოდიში, ახმედ ეფენდი“ 20.05.2020 23:03

 

Gardenia shevardnadze:

 

ნათესავი მყავს ერთი ციცინო, წესიერი ოჯახის ქალია. ადრე დაქვრივდა, სამი ბიჭი დარჩა გასაზრდელი.. საქმე წახდა და მეზობლის ქალებმა თურქეთში წაიყოლეს სამუშაოდ. იპოვნა იქ საზღვართან ახლოს როგორც თითონ ამბობს დიდი, მშრომელი ოჯახი და აგერ 15 წელია თავს ევლება იმათ , დედიან ბუდიანად, ბავშვები ციცინომ გაუზარდა, იმათ მოხუცებს ყველას ამან მოუარა, გასათხოვრები გაათხოვა და მოსაყვანებს მოაყვანინა. დიდი ჩაის, ციტრუსის და თხილის პლანტაციები ქონიათ.. სეზონზე ციცინოს გამოშომაულებული ქათველი ბიჭები ჩადიოდნენ და მუშაობდნენ ახმედ ეფენდის ეზოში. ისტორიებს რასაც იქიდან დაბრუნებული ჩვენი ხალხი ყვება, მირჩევნია არ დავწერო, რბილად ვთქვა არაა მთლად სასიამოვნო და მითუმეტეს საინტერესო. დღე არ გავა ციცინოს ზეინებ ხანუმმა არ დაურეკოს და ლოყების ხოკვით არ მოუყვეს რაფერ დარჩა წელს ჩაი მოუკრეფავი, რაფერ დაენგრა წლევანდელი გეგმები და დაკარგა ოჯახმა შემოსავალი, რომელსაც ასე ელოდებოდა.


ამასობაში, სანამ საზღვარი დაკეტილია ციცინომ გადააბზრიალა თავისი თითქმის მიტოვებული ოდა, ბიჭებმა დაბარეს, დათესეს და დარგეს ბახჩა. მათი ეზო ვერ ვიცანი ისე იყო დავარცხნილი და მოვლილი, სათხილე გამოუთხელებიათ და დაუფოცხავთ. მამათილის დატოვებული წისქვილიც ავამუშავეთო, მომიყვა. ამაყად მიჩვენებდა გამარგლულ კვლებს და აყვავებულ ვარდებს, წინა ეზოში.. ქვეყნის კეჟერა გამოურგავს მწკრივებად. ცოტა წაიწუწუნა, ზეინებ ხანუმი და მისი მოუკრეფავი პლანტაციებიც ვიშვიშით გაიხსენა, მარა მერე უცებ გააგრძელა იმედიანად, ხვალ ნადი მყავს, ჩემი ჩაის გადაჭრას და გაახლებას ვაპირებო..
ეს ერთი ციცინოს ამბავია, მგონია მსგავსი ამბვები დაგროვდა ნელ-ნელა... რაღაცნაირად მიხარია.. რავქნა, ზეინებ ხანუმზე ვერ ვიდარდებ.. ბოდიში, ახმედ ეფენდი..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ