01:33 21.05.2020
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ინვესტიციების ერთიანი ოფისის ხელმძღვანელად ლევან ვარშალომიძე წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც მისი საპრეზიდენტო საქმიანობის ერთი წლის თავს მიეძღვნა, განაცხადა, რომ სექტემბრისთვის ხელისუფლება აპირებს უკრაინის ინვესტიციების ერთიანი ოფისის გახსნას. ვლადიმერ ზელენსკიმ ოფისის ხელმძღვანელად ლევან ვარშალომიძე წარადგინა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მარტის დასაწყისში ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დაინიშნა. სექტემბრიდან კი იგი ახალ თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას. როგორც ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლევან ვარშალომიძის აშენებულია ბათუმი. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ოფისი უმოკლეს დროში შეძლებს 7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.


შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძეს უკრაინაში აქვს განათლება მიღებული. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი იყო აჭარაში. 2004 წელს იგი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე და განაცხადა, რომ ვარშალომიძე მისი მეგობარი იყო. ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობას ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირობებში ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან 2012 წლამდე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge