11:15 21.05.2020
"საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება"- გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი.

 

„დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდბეულებაა ქვეყანა ნელ - ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს“, - აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

 

 

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge