13:38 21.05.2020
რუსეთს რეკორდული უმუშევრობა ემუქრება

ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის ფონზე „ნეზავისიმაია გაზეტას“ ერთ-ერთ ცენტრალურ თემას წარმოადგენს. გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთს რეკორდული უმუშევრობა ემუქრება“. მასში აღნიშნულია, რომ  კორონავირუსის ფონზე რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად დარეგისტრირებული უმუშევრების სწრაფ ზრდას აფიქსირებს. ბოლო დღეებში უმუშევართა რაოდენობა 200 ათასით გაიზარდა და როგორც ჩინოვნიკები აცხადებენ, 2,5 მილიონს მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად რუსეთში  4-5-ჯერ მეტი უმუშევარია, გამორიცხული არ არის, რომ 2021 წლის დასაწყისისათვის მათმა რიცხვმა 10 მილიონს მიაღწიოს. ეს რაოდენობა ბევრად მეტია 1998 წელთან შედარებით, რომელიც ახალი რუსეთის ისტორიაში ყველაზე კრიზისულ წლად ითვლება.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: http://www.ng.ru/economics/2020-05-20/1_7865_unemployment.html




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge