16:52 21.05.2020
"საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა" - სიმონ კილაძე

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"დღეს რუსეთის მიერ წარმოებული კავკასიის ომების დასრულების მორიგი თარიღი აღინიშნება - 156 წელი გავიდა 1864 წლის 21 მაისიდან, როცა კბაადაში (დღევანდელ კრასნაია პოლიანაში, სოჭთან ახლოს) რუსეთის არმიის გამარჯვების ნიშნად, სამხედრო აღლუმი გაიმართა. კავკასიის ომების დროს მრავალი ათასი ჩერქეზი დაიღუპა, მათი დასრულების შემდეგ კი ბევრი თურქეთში (ოსმალეთში) იქნა გასახლებული.


კავკასიის ომების შედეგებს ჩერქეზები "გენოციდად" მიიჩნევენ.


საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც ჩერქეზთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა." - წერს კილაძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge