დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა 21.05.2020 20:27

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა. პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა ამ თანამდებობაზე წარდგენილ სამ კანდიდატურას უყარა კენჭი: სერგო შავგულიძეს, ვახტანგ აბაშიძესა და თამარ ჭელიძეს. კენჭისყრის შედეგად ვახტანგ აბაშიძეს პარლამენტმა 82 ხმით დაუჭირა მხარი. ვახტანგ აბაშიძე 2014 წლიდან დღემდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია. 2014-2017 წლებში ის ასევე იკავებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტსაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ