20:53 21.05.2020
ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს

 

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

"ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით. იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა, მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ. ის ნორმები, რომელიც დგინდება იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე, იმედი მაქვს, რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება, პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალურობას. ეს არის სპონტანური იდეა და დღესვე ეს იდეა განვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge