22:21 21.05.2020
ნინო ძალოს მოგონებები - „სააკაშვილს არც პოლიტპატიმრები ჰყოლია და არცა რა დაუშავებიაო - ახლა ზის ერთ-ერთი პარტიის ბოსტანში და რურუას გათავისუფლებას ითხოვს“

გელა ზედელაშვილის პოსტი:

 

„ციკლიდან - "ნინო ძალოს მოგონებები"

ქალბატონ ბურჯანაძეს განუცხადებია, სააკაშვილს არც პოლიტპატიმრები ჰყოლია და არცა რა დაუშავებიაო. ახლა ზის ერთ-ერთი პარტიის ბოსტანში და რურუას გათავისუფლებას ითხოვს. აი, რას ამბობდა 2018 წლის 20 მარტს 15 საათსა და 05 წუთზე ტელე "იმედის" ეთერში: "ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. "იმედი" არა მხოლოდ სპეცრაზმმა, არამედ, ნიკა რურუას დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმაც დაარბიეს, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ". ამის თაობაზე ნინო ძალოს სასამართლოში ჩვენებაც კი აქვს მიცემული.“




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge