დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და იმაზე ადრე ერიცხებათ ანაზღაურება, ვიდრე წინა წლებში“ - თავდაცვის სამინისტროს პასუხი ერთ-ერთ მედიასაშუალებას 21.05.2020 22:42

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

 

„ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად გრძელდება არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სწორედ საზოგადეობის ჯეროვანი ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყველა პუნქტი არის ტყუილი. სიცრუეა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ. მოგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება ვიდრე წინა წლებში. სამეთაურო რგოლის გარდა სახელფასო ანაზღაურება დამატებით გაზრდილი აქვთ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსაც.


2020 წელს, ქართული ჯარის ისტორიაში ახალ წელს პირველად, გაიცა პრემია თავდაცვის ძალების სრულ შემადგენლობაზე. კიდევ ერთი სიცრუე გავრცელებულ ინფორმაციაში ეხებოდა მშრალი ულუფის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც არ დასრულებულა და წინასწარ შედეგზე საუბარი, სულ მცირე არაკორექტულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მით უფრო, რომ მიმდინარე ტენდერში მონაწილე კომპანიის დაკავშირება თავდაცვის მინისტრის ნათესავებთან ამორალურია, მაშინ, როდესაც აღნიშნულ კომპანიას უწყებაში, იგივე ტენდერები წლების წინაც აქვს მოგებული, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო.

 

რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, ჩოხები განკუთვნილი არის საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. საპატიო ყარაულის ძირითადი დანიშნულება კი, საქართველოსთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებაა. აღნიშნული სიცრუის კამპანია მიზანმიმართულია თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მიღწევების დისკრედიტაციისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ