დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„რაც მეტი უგულავა იქნება, რაც მეტი ოქრუაშვილი იქნება, რაც მეტი მერაბიშვილი და ა.შ. იქნება პოლიტიკაში, მით უფრო მყარად დარჩება „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში“ 21.05.2020 23:57

ირაკლი ოქრუაშვილმა ვის, ან რას უნდა მოუგოს, ან გიგი უგულავამ, რომელთა ინტელექტიც არის, როგორც ჟარგონზე ამბობენ, „პლინტუსს“ მიღმა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც კობახიძემ განაცხადა, რაც მეტი გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით მეტ ხანს დარჩება „ქართული ოცნება“.

 

„რაც მეტი უგულავა იქნება, რაც მეტი ოქრუაშვილი იქნება, რაც მეტი მერაბიშვილი და ა.შ. იქნება პოლიტიკაში, მით უფრო მყარად დარჩება „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში... რაც უნდათ ილაპარაკონ, ოქტომბრის ბოლოს, როცა დავითვლით არა წიწილებს, არამედ ხმებს, იქ ვნახავთ, რა იქნება შედეგი და ეს შედეგი იქნება გამოხატულება იმ რაციონალური აღქმის, რომელიც აქვს საზოგადოებას. ისინი აფასებენ წარსულს, აწმყოს, მომავალს და მათ იციან, რომ 48 მილიონის ქურდი, ქართულ პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში, არ უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ