00:43 22.05.2020
„შვილო, სიცხე იმას აქვს, ვინც აქ დაგაყენა და არაფერი აგიხსნა - ეგეც მთავრობამ უნდა გითხრათ, რომ თანამშრომლებს უბრალო ტრენინგი ჩაუტაროთ?“

თეა ჟამუტაშვილის პოსტი:

 

ბანკში საქმე მქონდა.დაცვას შუბლი პატარა ბავშვივით, საწყალად მივუშვირე, თითქოს მამაჩემი იყო და მკოცნიდა. მომიახლოვა ის, რაღაც დისტანციური. თერმომეტრი აი, რომ ჩიპავს. პასუხს არ დავლოდებივარ, დეზობარიერზე შევხტი, კარგად გავუსვი, მერე ვეცი სანიტაიზერს, ფაცებიც კარგად დავიმუშავე და ოპერატორისკენ გავაჭერი. ახალგაზრდა, გაჩხინკული,პირბადესა და პლასმასის ფარში შეფუთული დაცვის ბიჭს კანკალი დაეწყო. 

 

-ქალბატონო,ქალბატონო,თქვენ სიცხე გაქვთ. გამომეიკდა.


თურმე 37 დამიფიქსირდა. დედააა, იქ ამბავი ატყდა ორი კილო კოკაინი მქონოდა, მერჩია. ეს უბედური კანკალებს, თან ახლოს ვერ მოდის. მე მკიდია, გარეთ არ გავდივარ (ძლივს შევედი, სად ვარ გამსვლელი?). 
შორიდან მეძახის
- ვაიმე სიცხე გაქვთ.
მეც შორიდან ვპასუხობ:
-ნუ გეშინია მანქანით მოვედი, ცხელა, მზეზე ვიდექი, ასჯერ მაქვს ნაკითხი.
-არა კიდევ გაგიზომავთ რა.
-მოდი ჰა....
ისევ დებილი ბავშვივით შუბლს ვუშვერ.ახლოს მოსვლა არ უნდა.ამხელა ფილარმონია კორონა ვდგევარ. საყალი იმხელაზე გაჭიმა მარჯვენა ხელი კოფერფილს შეურდებოდა.
-უი,ახლა არ გაქვთ.

-აი,ხომ გითხარი, რიგს ნუ მაკარგვინებ. ისევ გავექეცი.
წრიალებს, წრიალებს ის საცოდავი ხომ ვერ მოისვენა. ეს ოპერატორიც ჩვეული სიდინჯით, ორი საათი წერს ერთ საბუთს. ვეღარ მოითმინა და ათ წუთში ისევ მოვიდა.შორიდან გამომიშვირა ხელი:
-აუ,ბოდიში რა კიდევ გაგიზომავ?
-მოდი ჰა, მარა პირბადე მახრჩობს.
გამიზომა, ამოისუთქნა.
-იცით,თქვენს გარდა სიცხე არავის დაფიქსირებია.მაინც ეშინია. თან ვერ გაიგო რამდენიმე წამის შუალედში ხან,რატომ მქონდა და ხან არა?

გულში ვფიქრობ, შვილო, სიცხე იმას აქვს, ვინც აქ დაგაყენა და არაფერი აგიხსნა. ხოდა მოვუყევი, რომ ადამიანს ახალგაღვიძებულზე, მზეზე სიარულის დროს, მანქანით სიცხეში მგზავრობისას, სირბილისას, ფიზიკური დატვირთვისას შეიძლება სიცხე 37-37,2 ჰქონდეს. ეს სრულიად ნორმალურია. თუ დასვენების,ჩრდილში,გრილში დგომის შემდეგ 10-15 წუთში აღარ დაუფიქსირდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის ბრალია და კორონა არაფერ შუაშია.


გასვლის წინ ისევ გამომეკიდა.
-ქალბატონო, ქალბატონო..(მეთქი ახლა ამას ვცემ) მადლობა, რომ ამიხსენით, ამოვისუთქე. საწყალი,კორონა ვეგონე.
ოხრებო, ეგეც მთავრობამ უნდა გითხრათ, თან ბრძანებაში ჩაგიწერონ, რომ თანამშრომლებს უბრალო ტრენინგი ჩაუტაროთ? ტრენინგის საფასური, ჩემს სესხს დააკლდესმეთქი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge