დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დონალ ტრამპი „ღია ცის“ ხელშეკრულებას ტოვებს 22.05.2020 11:18

საერთაშორისო მასმედიაში აქტიურად შუქდება აშშ-ის გადაწყვეტილება „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გამოსვლის თაობაზე, რომელიც 1992 წლიდან არსებობს და მასზე 35  ქვყნის წარმომადგენლის ხელმოწერაა დასმული. ამ დოკუმენტის თანახმად, მასზე ხელმომწერ ქვეყნებს ნება აქვთ ერთმანეთის ტერიტორია გააკონტროლონ თვითმფრინავების მეშვეობით, სამხედრო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ და შეგროვებული ინფორმაცია ერთიან საინფორმაციო ბაზაში განათავსონ, რომელზე წვდომაც ხელშეკრულების ყველა მონაწილე მხარეს აქვს. ანუ მოკლედ თუ ვიტყვით, მისი მიზანი ერთმანეთის მიმართ ნდობის ფაქტორის განმტკიცებაა. ხელშეკრულების მონაწილენი, სხვებთან ერთად, არიან აშშ, რუსეთი, გერმანია, თურქეთი, საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა და ა.შ.


აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ის («The New York Times») დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალ ტრამპი „ღია ცის“ ხელშეკრულებას ტოვებს“. მასში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პრეტენზიას უყენებს რუსეთს, რომელიც ამ ხელშეკრულების მთავარ პრინციპებს არღვევს - თავისი ტერიტორიის ზოგიერთ რეგიონს დახურულად აცხადებს, მაგალითად, მოსკოვის ცაზე, კალინინგრადის ანკლავში (რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის ბაზაზე), ჩეჩნეთში, აგრეთვე საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, აფხაზეთისა და ცხინვალის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) რეგიონებთან. რუსეთი უარყოფს ბრალდებას და თვლის, რომ ორივე რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათი ნებაა, დაუშვან თუ არა უცხოური თვითმფრინავები თავიანთ საზღვრებთან.


 

წყარო: https://www.nytimes.com/2020/05/21/us/politics/trump-open-skies-treaty-arms-control.html


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ