11:35 22.05.2020
ჩინეთს ჰონკონგზე თავისი კონტროლის განმტკიცება სურს: ახალი კანონით პეკინი პროტესტებისა და სეპარატიზმის თავიდან აცილებას ცდილობს

 

დღევანდელ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New York Times») ყურადღება აქვს დათმობილი ჩინეთის პრობლემატიკასაც. გაზეთის მოწინავე სტატიას ასეთი სათაური აქვს: „ჩინეთს ჰონკონგზე თავისი კონტროლის განმტკიცება სურს: ახალი კანონით პეკინი პროტესტებისა და სეპარატიზმის თავიდან აცილებას ცდილობს“. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთის პარლამენტმა - სახალხო წარმომადგენელთა კრებამ, რომელიც კორონავირუსის გამო მუშაობა დღეს დაიწყო, დღის წესრიგში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი სახელწოდებით „ჰონკონგის სამართლებრივი სისტემისა და სამართალწარმოების მექანიზმის სრულყოფის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს მკაცრ პასუხისმგებლობას ამბოხების, სეპერატიზმისა და სახელწიფოს ღალატის გამო.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ჩინეთის მმართველი კომპარტიის აზრით, ჰონკონგში უსაფრთხოების სფეროში კანონების გამკაცრება ეხება გარეშე ძალების ჰონკონგელ მხარდამჭერებს, რომლებიც სიტუაციის არევას ცდილობენ. პეკინი თვლის, რომ ჰონკონგში შარშან მომხდარ ანტისამთავრობო პროტესტები კომპარტიისა და პირადად მისი ლიდერის - სი ძინპინის ავტორიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული.


ჩინეთის პარლამენტის პრეს-მდივნის ჩჟან ისუნის თქმით, ქვეყნის სტაბილურობის ქავაკუთხედს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. ჩინეთის ყველა ელცს  წერილი გაგეგზავნათ, რომ მათ ახალი კანონის პროპაგანდა განახორციელონ და განუმარტონ იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც ისინი მუშაობენ, ერთი მთავარი მომენტი: ჰონკონგის ოპოზიცია, რომელიც მხარს უჭერს გარეშე ძალებს, ჩინეთის მთლიანობას არღვევს“. მან მიანიშნა, რომ გარეშე ძალაში უპირველესად აშშ იგულისხმება. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი მორგან ორტაგუსი აცხადებს, რომ ახალი კანონი არ ასახავს ჰონკონგის მოსახლეობის ნებას და ის უფრო ხელს შეუწყობს დესტაბილიზებას“.


იგივე თემაზე წერს ევროპული პრესაც: გაზეთ „ფაინენშელ თაიმს“-ში («Financial Times») გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „ჩინეთი უსაფრთხოების მკაცრი კანონის შემოღებით ჰონკონგში ახალ პროტესტებს გამოიწვევს“.


წყაროები: https://www.ft.com/content/f2c2c055-cba9-45e1-81f8-94cc76672f14;

https://www.nytimes.com/2020/05/21/world/asia/hong-kong-china.html?action=click&module=Spotlight&pgtype=Homepage

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge