დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რუსეთი, ჩინეთი და აშშ: პანდემიისშემდგომი მთავარი პოლიტიკური პოლუსები 22.05.2020 12:18

 

რუსულ ცენტრალურ პრესაში ყურადღება ეთმობა მოსკოვის პოსტკორონავირუსულ ურთიერთობებს ჩინეთთან და აშშ-სთან. გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ის («Московский комсомолец») დღევანდელ ნიმერში იბეჭდება სტატია სათაურით „რუსეთი, ჩინეთი და აშშ: პანდემიისშემდგომი მთავარი პოლიტიკური პოლუსები“. მასში მიმოხილულია ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო კომისიის თავმჯდომარის ალექსი პუშკოვის პრეს-კონფერენცია.


როგორც პოლიტიკოსი აბობს, რუსეთი მხარს უჭერს ჩინეთს, რომელსაც აშშ ბრალს სდებს ვირუსის ეპიდემიის მიზნობრივ გავრცელებაში: „ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვემხრობით ჩინეთს. არანირი მტკიცებულება ამერიკას არ აქვს. რუსეთი და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამ პრინციპს ყოველთვის დავიცავთ“.


ბელარუსის პროდასავლური „თამაშების“ შესახებ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ ბელარუსი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მინსკს იმ ქვეყნებთან შეუძლია ურთიერთობა, რომლებთანაც მას სურს. ამავე დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს უნდა ახსოვდეს, რომ დასავლეტს მასტან მეგობრობა კი არ აქვს მიზნად, არამედ მისი დამხობა“.


რუსი პოლიტიკოსი შეეხო საქართველოს ურთიერთობასაც: მისი თქმით, პანდემია ორი ქვეყნის დამოკიდებულებაზე გავლენას არ მოახდენს, შემცირდება მხოლოდ ტურისტთა ნაკადი. „რაც შეეხება პოლიტიკას, ეს მიმართულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ანტირუსული კამპანია საქართველოში ხან იმატებს, ხან იკლებს. თბილისი დღემდე თვლის, რომ რუსეთს მისი რაღაც ვალი აქვს“, - აცხადებს ალექსეი პუშკოვი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ