დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მახლობლად ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სულ მცირე ორი მგზავრი გადარჩა 22.05.2020 21:21

პაკისტანის ქალაქ ყარაჩის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში 91 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად მდგარ შენობებს მაშინ შეეჯახა, როდესაც დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაკატასტროფას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა. მათი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 გადარჩენილის შესახებ. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მომხდარს პაკისტანის პრემიერ - მინისტრი, იმრან ხანი გამოეხმაურა. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ მომხდარით. დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება. ვლოცულობთ დაღუპულთათვის და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ოჯახებს“,-წერს პრემიერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ