22:57 22.05.2020
„ზურაბ ჟვანიასგან ასე გადმომცა - შენი ჩამოსვლა გამორიცხულია, ჩემს საწინააღმდეგოდ გამოგიყენებენ, სასამართლო კი არა, სიცოცხლის გარანტიას ვერვინ მოგცემსო“!

ლევან მამალაძის პოსტი:

ეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა სოფელ „ხევში“. მამაჩემმა ააგო, ჩვენი გვარისა და სოფლის მოსახელობის მხარდაჭერით. ამვე ეკლესიის ეზოშია დაკრძალული, ისე წავიდა იმქვეყნად რომ გაცილების საშუალება არ მომეცა. წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღემ გამახსენა მაშინდელი ამბები. თვალცრემლიანი ვიხსებ მის სიტყვებს, 2004 წლის იანვარში ჩემ დაბადების დღეს ტელფონით მითხრა „ ჩამოდი ბიჭო, ციხეში ვინ არ მჯდარა , იქედან უთხარი შენი სიმართლე ყველას და შეგეშვებიანო“! რამდენიმე დღეში დავურეკე მაშინდელ შსს მინისტრს გიორგი ბარამიძეს. მასთან მეგობრობა მაკავშირებდა ჯერ კიდევ მწვანეთა პარტიიდან. ესე ვუთხარი, „ გია თქვენ ხელისუფლება ხელშინ ჩაიგდეთ, მე გაგეცალეთ და მაინც არ მეშვებით. ჩამოვალ, ოღონდ პირობა მომეცით ,რომ სამართლიანი სასმართლო იქნება!“ . ბარამიძემ მითხრა „ზურას დაველაპარაკები და ხვალ დამირეკეო“. გადავურეკე, ზურაბ ჟვანიასგან ასე გადმომცა „შენი ჩამოსვლა გამორიცხულია, ჩემს საწინაარმდეგოდ გამოგიყენებენ, სასამართლო კი არა სიცოცხლის გარანტიას ვერვინ მოგცემსო“! მამას ეს ვეღარ ვუთხარი , რადგან სადარდებელი ისედაც ბევრი ჰქონდა. სახლში მივარდნები, ჩხრეკა და ნიღბოსნების თარეში ყოველდღიურ ნორმად აქცია სააკაშვილმა. დაკითხვებით ბიძაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, საქმეც კი არ აღძურავთ ამ ფაქტზე. სპეცნაზს აგზავნდნენ, თითქოს მე ბინაში ვიმალებოდი, დედაჩემს აშანტაჟებდნენ და ლოგინად ჩავარდნილი დაკითხვებზე მიყავდათ, მეუღლე სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში გამოყარეს. სააკაშვილის ჟურნალისტები პოკურატურას და შეიარაღებულ ნიღბოსნებს მოყვებოდნენ , რომ შოუ დაედგათ და ტელევიზიით გადაეცათ. ამ ძალადობის გარემოში ჯანმრთელობა დაუმძიმდა მამაჩემს და გაცლა ამჯობინა, გურიაში წავიდა საგვარეულო სოფელში. იქაც გამომძიებლები შეიარაღებული სპეცნაზით მოსვენებას არ აძლევდნენ. აფსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ, დაესაბუთებინა ბაბუაჩემის ისდორე მამალაძის ოდა სახლის აშენების წყარო. გურაიაში ყველამ იცის ეს სახლი სოფელ ხევში, სიძველისგან გაშავებულია კარგახანია. გარკვეული დროის შემდეგ მამაჩემის ზარი გაისმა და ასე მითხრა „ჩამოსვლაზე არ იფიქრო, ხომ ხედავ როგორ აწამებნ სულხან მოლაშვილს. მოგკლავენ ეგ შობელძაღლები, შენი ფეხი არ ვნახო აქეთ“! თავის პრობლემებზე სიტყვაც არ უთქვამს. ძნელი იყო იმ ცინიზმის და არაადმიანურობის ატანა, რასაც სააკაშვილის დაგეშილი ზონდერები სჩადიოდნენ, ვეღარ გაუძლო ყოველივეს და ინსულტით გარდაიცვალა.ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია, თუ რაოდენ მძიმეა ასეთი სასჯელი, გადახვეწილი გიკვდება გული და მამას ვერ ემშვიდობები! არავის არ ვუსურვებ ამის განცდას! ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. წმინდა ნიკოლოზის მადლით აღგსრულებოდეთ სურვილები, გაშოროთ ტკივილი , გულისტკენა, ჯანმრთელობა და სიკეთე შომოსულიყოს თqვენს ოჯახებში!

 

 





ავტორ(ებ)ი : geotimes.ge