დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ნიკოლ ფაშინიანი და მთავრობის წევრები პირბადეების გარეშე...ბანკეტზე - სკანდალი სომხეთში 23.05.2020 18:13

სომხეთში სკანდალი გამოიწვია იმ ფოტოს გამოქვეყნებამ, რომელზეც აღბეჭდილი არიან მთიან ყარაბაღში, "პრეზიდენტის" ინაუგურაციის შემდეგ მოწყობილ ბანკეტზე მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები პირბადეების გარეშე. ფოტოსურათის თაობაზე კომენტარის გაკეთება მოუწია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს არსენ ტოროსიანს. როცა მას ჰკითხეს, რატომ ხდება, როცა მაღალჩინოსნები კორონავირუსთან ბრძოლის წესებს არღვევევნო, იგი იძულებული გახდა ეთქვა: "სოციალური დისტანციის დაცვა ყველგან და ყველასთვის სავალდებულოა. ჩვენ ყველა სხვებისთვის მაგალითი უნდა ვიყოთ. ყველა. გამონაკლისი არ დაიშვება". 
მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ