დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ერევანში საქართველოს საელჩოსთან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან განხორციელდა კომუნიკაცია და მინისტრის სახელით, გამოითქვა წუხილი მომხდარის გამო“ 23.05.2020 23:37

 

 

 

„ერევანში საქართველოს საელჩოსთან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან განხორციელდა კომუნიკაცია და მინისტრის სახელით, გამოითქვა წუხილი მომხდარის გამო“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, სომხური მხარე აცხადებს, რომ მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

 

„პირველი რეაგირების სახით ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ მათ, ოფიციალურ Facebook საიტზე უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება ამ პოზიციასთან დაკავშირებით და ვიდრე მე გადაცემაში მოვიდოდი თქვენთან, რამდენიმე წუთით ადრე დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით, ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა დარეკა და მინისტრის სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით, იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს და საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა სოხმეთის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი, საელჩო დაუკავშირდა სომხეთის მხარეს. „ბუნებრივია, ჩვენ როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განხადების შესახებ, დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება დიპლომატიური არხების საშუალებით, მათ შორის ჩვენი საელჩო ერევანში დაუყვობნებლივ დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მათ გაეკეთებინათ შესაბამისი განმარეტებები. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ოფიციალური პირის მხრიდან, ისეთი მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია,“ - განცხადა ზალკალიანმა.

 

საგარეო უწეყბის ხელმძღვანელმა ისაუბრა ინფორმაციის გადამოწმების და დაზუსტების აუცილებლობაზე. „ასევე, აუცილებელია ინახოს ის განმარტებები, რომელიც გაკეთდა მათ ოფიციალურ საიტზე. როგორ სომხური მხარე აცხადებს, მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, იყო არასწორად ინტერპრეტირებული. ამიტომ აუცილებელია ორიგინალთან შედარება იმისა, თუ რა იყო რეალურად თქმული. ჩვენ, როგორც მეზობელი, დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს სამეზობლოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, ყველას ჰქონდეს წარმატება. ბუნებრივია, მათი პოზიციაც ლოგიკურად ეს უნდა იყოს, რადგანაც არ შეიძლება შენ იგრძნო დაცულად და უსაფრთხოდ თავი, თუ კი შენ გარშემო არის სერიოზული პრობლემები და ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ დაინფიცირების რაოდენობის დინამიკა სომხეთში არის მზარდი და ამას თავად სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, მაშინ როდესაც საქართველოში არსებული სიტუაცია არის პოზიტიური. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, კლებადი დინამიკა დაინფიცირებულების რაოდენობის კუთხით, გამოჯანმრთელების დინამიკა კი მზარდი. ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს არის ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ვისმენთ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან. დღევანდელ სამყაროში არაფერი არ დაიმალება, არც ერთი შემთხვევა არ დაიმალება, იმიტომ, რომ არსებობს გადამოწმების უამრავი მექანიზმი. მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ის წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რომელიც განხორციელდა საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ, არის გულწრფელი,“ - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ