დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ბრალდებულმა გირაო უკვე გადაიხადა 24.05.2020 15:47

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ბრალდებულმა გირაო უკვე გადაიხადა. როგორც ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის ბასილაშვილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად მიდის.

 

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. შეგახსებევთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ