„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ეხმაურება დღის ხმაურიან მოვლენას - ცნობილი ჩოგბურთელი ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული, რასაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა:
„ახლა ბასილაშვილის ''ლავ სთორი'' და ოჯახური ''სკანდალი'' გამხდარა ფეისბუქ-ომის საბაბი! ყველამ საკუთარ ოჯახში მბრუნავ ''დოლაბის ქვებს'' რომ მივხედოთ, არა?! არავინ იცის, სად რა ხდება და რატომ! ყველამ საკუთარი ''თეთრეული'' ვრეცხოთ, ჯობს! ნიკოლოზ ბასილაშვილი კი როგორმე უჩვენოდ გაარკვევს საკუთარ ცხოვრებას.... მახსოვს, მისი მეუღლე რა აღტაცებით ყვებოდა ქმრის სუპერ-ბიჭობაზე, დღეს კი თურმე ლამის კანიბალი შერჩენია ხელში, ხომ?! ასეა, ან უნდა მოკეტო და არ გამოფინო სამზეოზე შენი ცხოვრება, ან მერე მერე არ უნდა იწუწუნო ''მცემეს. გამლახეს. გამაუთოვესო''. ყველა ოჯახში ინახება თითო ''ჩონჩხი კარადაში'', რომელსაც თავად უნდა მივხედოთ და არ ვაფრიალოთ დროშასავით როცა ''საჭირო დროს''. სირცხვილია უბრალოდ..... ვერ ვიტან ასეთებს!“, წერს ნანა გაგუა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge