დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„როგორც იკვეთება, აქ ფულის თემაა და არანაირი ძალადობა არ ყოფილა - სადაც დიდი ფულია, იქ შანტაჟიც მოსულა მილიონებს დახარბებული ყოფილი ცოლებისგან!!“ 24.05.2020 16:23

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ეხმაურება ნიკა ბასილაშვილის შესაძლო დანაშაულის თემას და სოციალურ ქსელში წერს: „ვარკვევ დეტალებს ნიკა ბასილაშვილის თემაზე, როგორც იკვეთება, აქ ფულის თემაა და არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ბასილაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს და სხვა დეტალები მალე გახდება ცნობილი! სადაც დიდი ფულია, იქ შანტაჟიც მოსულა მილიონებს დახარბებული ყოფილი ცოლებისგან!!“, წერს ჯღარკავა.

 

„იქსნიუსის“ ინფორმაციით, ცნობილი ჩოგბურთელი უდანაშაულოა. სააგენტო ესაუბრა მის ახლობლებს, რომელთა ინფორმაციითაც, ყოფილმა ცოლმა გაყრის დროს მიიღო იმაზე მეტი, რაც სასამართლომ გადაწყვიტა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ცდილობს ყოფილი მეუღლის დაშანტაჟებას. „ნიკა არავის მივარდნია, ყოფილი ცოლი თვითონ მივიდა მასთან სახლში და ეზოში სკანდალი მოაწყო. რატომ უნდა ეძალადა ნიკას, პატარა შვილის თვალწინ. ვინც მას იცნობს, იცის, როგორი სიმშვიდით ხვდება ის ნებისმიერ კონფლიქტს, მისი უდანაშულობა გაირკვევა“, აცხადებენ ახლობლები.  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ