დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

რესტორანში კარანტინის რეჟიმი დაარღვია ავსტრიის პრეზიდენტმა, მისმა მეუღლემ და ორმა მეგობარმა - პრეზიდენტი მზად არის, გადაიხადოს რესტორანზე დასაკისრებელი 30 000-ევროიანი ჯარიმა 24.05.2020 22:44

გია აბაშიძის პოსტი:

 

„შაბათს, რესტორანში კარანტინის რეჟიმი დაარღვია ავსტრიის პრეზიდენტმა, მისმა მეუღლემ და ოჯახის ორმა მეგობარმა. მოქმედი წესებით, ავსტრიის ყველა რესტორანი და ბარი ღამის 11-ზე იკეტება. ალექსანდერ ვან დერ ბელენი და მისი თანმხლები პირები პოლიციელებმა ნაშუაღამევს აღმოაჩინეს. რესტორანი კი იყო დაკეტილი, მაგრამ გარეთ სუფრა იყო გაშლილი. პრეზიდენტმა საჯარო ბოდიში უკვე მოიხადა. მან თქვა, რომ პირველად იყო გარეთ კარანტინის შემოღებიდან დაისე გაერთო საუბარში, ჭამა-სმაში, რომ ვერ შეამჩნია დროის ლიმიტი. ის მზად არის გადაიხადოს რესტორანზე დასაკისრებელი 30.000-ევროიანი ჯარიმა თუკი მის გამოწერას ვენის მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს. ცნობილია, რომ ალექსანდერ ვან დერ ბელენი ხშირად გადაადგილდება დაცვის გარეშე და სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ