დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"მივირთვათ ქართული ხაჭაპური" - უცხოური პრესა ქართული კულინარიის შესახებ 25.05.2020 11:50

„როცა ღმერთმა სამყარო შექმნა და დედამიწაზე ადამიანებისთვის სამოსახლო ადგილები გაანაწილა, ქართველებმა დააგვიანეს. უფალმა რომ ჰკითხა, რატომ დროზე არ მოხვედით, რას აკეთებდითო, ქართველებმა უთხრეს - თქვენს სადიდებელ სადღეგრძელოს ვსვამდითო. ღმერთს იმდენად ესიამოვნა, რომ გადაწყვიტა ქართველებისთვის თავისი ბაღი ეჩუქებინა“, - ამ ცნობილი ლეგენდით იწყება გერმანულ ცნობილ გერმანულ ჟურნალ „შპიგელ“-ში Der Spiegel») 23 მაისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „მივირთვათ ქართული ხაჭაპური“, რომელშიც მიმოხილულია „ნაყოფიერმიწიანი მზიური საქართველო, ფართობით ჩვენს ბავარიაზე  ცოტა პატარა, კავკასიის 5 ათასმეტრიანი ყინულოვანი მწვერვალებსა და შავი ზღვის პალმებიან პლაჟებს შორის მოქცეული უმშვენიერესი ქვეყანა“ (ავტორი - ვერენა ლიუგერტი, ჟურნალისტი და კულინარი).

პუბლიკაციაში დახასიათებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები - ხილი, ბოსტნეული, არომატული მცენარეები, რომლებიც ქართული სამზარეულოსათვის განუმეორებელ ინგრედიენტებს წარმოადგენენ.

„საქართველო მრავალი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა უფრო ძლიერი ქვეყნების კულტურის - ბერძნული, არაბული, მონღოლური, სპარსული, თურქული და რუსული კულტურის გავლენის ქვეშ, რაც ქართული სამზარეულოსაც ეტყობა. გარდა ამისა, საქართველო მდებარეობს უძველესი აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტზე, რის შედეგადაც ეროვნული სამზარეულო ტროპიკული ინგრედიენტებით გამდიდრდა.

მართალია, ქართველებს ძალიან უყვართ თავიანთი უგემრიელესი ხინკალი და მრგვლად მოხარშული ქათამი, მათი საჭმელში მაინც ვეგეტარიანული კერძები დომინირებს. ისინი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, მკაცრად იცავენ მარხვას, თითქმის ნახევარი წლის მანძილზე, ამიტომ ბოსტნეულისაგან მომზადებული საჭმელები ქართულ სამზარეულოში ასეული წლების განმავლობაში ბატონობს“, - წერს ავტორი.

სტატიაში გადმოცემულია ქართული ხაჭაპურის მომზადების წესი.

წყარო: https://www.spiegel.de/stil/rezept-fuer-georgische-khachapuri-a-8bd94620-d9cd-4ce9-97f7-c6bb13a441ff

 


 მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ