დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ასამართლებენ: ბენიამინ ნეთანიაჰუ თვლის, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენს 25.05.2020 12:03

რუსული გაზეთის „კომერსანტ“-ის («КоммерсантЪ») დღევანდელ, 25 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ასამართლებენ: ბენიამინ ნეთანიაჰუ თვლის, რომ მის წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენს“. როგორც გაზეთი იუწყება, „იერუსალიმში გუშინ, 24 მაისს, სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც განსასჯელის სკამზე თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღმოჩნდა. პროცესის ოფიციალური სახელწოდებაა „ისრაელის სახელმწიფო ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა განსასჯელი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრია. ისრაელის მეტაურს ბრალად ედება მექრთამეობა//კორუფცია, თაღლითობა და ნდობის ბოროტად სარგებლობა. საკითხი ეხება გახმაურებულ ამბავს ე.წ. „საქმე 2000“-ს, რომლის თანახმად, პრემიერ-მინისტრი სამი წლის წინ მოელაპარაკა ერთ-ერთ საგამომცემლო კომპანიას, მის გამოცემებში მთავრობის საქმიანობის დადებითად ასახვის თაობაზე. გარდა ამისა, პრემიერს მოლაპარაკების იმის ვალდებულებაც აუღია, რომ მიიღებდა ისეთ დადგენილებას, რომლის შედეგად საგამომცემლო კომპანიის კონკურენტი შეზღუდავდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის საქმიანი წრეებისაგან უკანონო საჩუქრების მიღებაშიც ადანასაულებენ, 300 ათასი დოლარის ოდენობით.


„დღეს სასამართლო ჩვენი ხალხის ნების გამოხატულებას ასამართლებს. სასამართლო ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ გამოდის. საქმე შეთითხნილია და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყების წინ.  ექსპერტების აზრით, გამორიცხული არაა, რომ სასამართლოს სხდომები წლების განმავლობაში გაგრძელდეს.


წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4355748

 

მომაზადა სიმონ კილაძემ

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ