დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

პრეზიდენტი ალექსანდრე ვან დერ ბელენი მზადაა კაფეს მფლობელს ჯარიმა აუნაზღაუროს 25.05.2020 12:13

ავსტრიის გაზეთ „კრუნენ ცაიტუნგ“-ის («Kronen Zeitung») 24 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტი ალექსანდრე ვან დერ ბელენი მზადაა კაფეს მფლობელს ჯარიმა აუნაზღაუროს“, რომელშიც ნათქვამია: „ვენის პოლიციამ, ქალაქის პატრულირების დროს, ერთ-ერთ კაფეში, ავსტრიის პრეზიდენტს და მის ცოლს, მეგობრებთან ერთად წაასწრო. ეს მოხდა საღამოს 23 საათის შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წესების დარღვევას წარმოადგენს. ავსტრიის კანონის თანახმად, კაფეებს და რესტორნებს მუშაობის უფლება დილის ექვსი საათიდან საღამოს 23 საათამდე აქვთ“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციელებთან საუბრის დროს ცოლ-ქმარი მშვიდად საუბრობდა და მათ ჩადენილი კანონდარღვევა აღიარეს. „ჩვენ, პირველად შეზღუდვების დაწყებიდან, იტალიურ რესტორანში მეგობრებტან ერთად წასვლა გადავწყვიტეთ, ვერანდაზე დავსხედით. იმდენი სალაპარაკო გვქონდა, რომ სამწუხაროდ, დროის გასვლა ვერ შევნიშნეთ. ძალიან ვწუხვარ. ეს ჩვენი შეცდომა იყო. თუ კაფეს მფლობელს დააჯარიმებენ, მზად ვართ ზარალი ავუნაზღაუროთ“, - სინანულით განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა.


წყარო: https://www.krone.at/2160177

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ