დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"გადაჭარბებული სიფრთხილეც სწორი არ იქნება -ცხოვრება ვირუსთან ერთად" 25.05.2020 17:29

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალრ ქსელში წერს:

 

"ცხოვრება ვირუსთან ერთად:

შევხედოთ სხვების გამოცდილებასაც


კორონავირუსთან ბრძოლაში ხელისუფლების მიდგომა დღემდე ჩემთვის მეტ-ნაკლებად გასაგები იყო, მაგრამ გადაჭარბებული სიფრთხილეც სწორი არ იქნება.


ალბათ, ლოგიკურია: თუ კომპანიები და მაღაზიები ამუშავდნენ, მაშინ ხალხს გადაადგილების საშუალებას (უფლებას) ნუ შეუზღუდავ, კეთილი ინებე და დროულად შეიმუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსები, მეტრო...) ამუშავების მკაცრი და იმავდროულად გონივრული ზომები.


ეკონომიკის განვითარებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც უზრუნველყოფს. 


ჩვენ, მართალია, წარმატებული ქვეყანა ვართ, გვაქებენ ("რაც კარგები ვართ...") , მაგრამ ზოგჯერ სხვების გამოცდილებასაც უნდა გადავხედოთ...

იქნებ ჩვენზე მაგრებიც არიან რაღაც საკითხებში?


სხვათა შორის, მეტრო და საქალაქო ტრანსპორტი კიევში და ხარკოვში ამუშავდა 24 მაისიდან, ნიუ-იორკში - 20 მაისიდან, ბაქოში - 9 მაისიდან, ერევანში - 18 მაისიდან... პარიზში, სტამბოლში და სხვა ქალაქებში კი მეტროს მუშაობა არც შეუწყვეტია.


ვიმეორებ: არ უნდა მოგვერიდოს ჩვენ, წარმატებულ ქვეყანას, ზოგჯერ სხვების გამოცდილებაც გავიზიაროთ.  არავინ ამის გამო არ დაგვძრახავს."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ