დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ნიკოლ პაშინიანის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის გავლით, სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვია 25.05.2020 20:04

სომხეთის ყოფილი ელჩი ვატიკანში მიკაელ მინასიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის ოჯახმა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში და ვორონეჟში სიგარეტის ექსპორტი წარუმატებლად სცადა. „მათ პირველად ექსპორტი ავღანეთში სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, შემდეგ – ვორონეჟში, იქაც არ გაუმართლათ. ამიტომაც  ოკუპირებული აფხაზეთი გაახსენდათ. თუმცა, ეტყობა არ იცოდნენ, რომ თუ რომელიღაც ქვეყანაში ექსპორტს ახორციელებ, ეს ქვეყანა ოფიციალურად უნდა არსებობდეს. სომხეთიდან სიგარეტების პარტია სოჭში ჩავიდა. საბუთებში წერია, რომ ტვირთი – 14,8 ტონა აფხაზეთში მიემართება. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, თუმცა, ერთი დეტალი დაავიწყდათ – სომხეთი აფხაზეთს არ აღიარებს. ამიტომაც დოკუმენტაციაში „აფხაზეთის“ შემდეგ „საქართველოა მითითებული. შესაბამისად, დიპლომატიური პრობლემა შეიქმნა“ – ამბობს მინასიანი.

 

მისი თქმით, სქემის მიხედვით, სიგარეტი რუსეთში უნდა გაიყიდოს, თუმცა, საბუთების მიხედვით, აფხაზეთში იგზავნება. „რადგანაც სომხეთისთვის ოფიციალურად აფხაზეთი არ არსებობს, საბუთებში ადლერის აეროპორტი ფიგურირებს. აფხაზეთი კი დოკუმენტაციაში საქართველოს ნაწილადაა წარდგენილი. იმიტომ რომ საქართველომ ხვალ რომ ამ ოპერაციის შესახებ შეიტყოს, აუცილებლად იკითხავს – საქართველოს ტერიტორიაზე საქონელს ისე როგორ აგზავნით, რომ საქართველო მითითებული არ არის? ამიტომაც მოუწიათ ჩაწერა „აფხაზეთი საქართველო“. მაგრამ აფხაზეთში თუ იციან, რომ თქვენ მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ? ისინი ხომ საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლიან, მათ პრეზიდენტიც ჰყავთ. ამით სომხეთის ხელისუფლებამ დიდი პრობლემა ერთდროულად ქართველებთან, რუსებთან, და აფხაზეთთან შექმნა. და ეს ყველაფერი – ოჯახური ბიზნესის გამო“ – წერს ყოფილი ელჩი.

 

EADaily ინფორმაციით, ქალაქ ვორონეჟის აეროპორტში მებაჟეებმა სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდული პარტია დააკავეს. ტვირთი ექსპერტიზაზე გადაგზავნილი. აეროპორტის მიდამოებში კონტრაბანდულ ტვირთს 3 დიდი ტრაილერი ელოდა, რომელსაც შემდეგ სიგარეტების პარტია სამხრეთ რუსეთის ქალაქ სტავროპოლში უნდა ჩაეტანა. არსებული მონაცემებით, არალეგალური ტვირთი ვორონეჟში 8 მაისს ჩავიდა.ასევე 25 აპრილს ქალაქ კრასნოდარის საბაჟომ და უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სომხეთიდან ჩამოტანილი კონტრაბანდული სიგარეტის დიდი პარტია დააკავეს. ტვირთი რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავმა ერევნიდან ჩამოიტანა. სიგარეტების ექსპორტის საბოლოო მისამართი ავღანეთი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“   ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს თუ არა უწყებას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია,როგორ აფასებენ ფაქტს და თუ ქონდათ ამაზე კომუნიკაცია  კოლეგებთან სომხეთში? ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ გიორგი საგანელიძეს.

 

 

წყარო: „Commersant.ge“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ