დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ბასილაშვილი ამ წუთიდან წყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკისრა - თუ ვინმეს აქვს საიდუმლო, გამოაქვეყნოს და თქვას ყველაფერი!“ 25.05.2020 20:24

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა "მთავარი არხის" ეთერში საუბრობს საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს სპორტსმენი ყოფილ მეუღლეს რაღაც პირობის გამო, დუმილის სანაცვლოდ 100 ათას ლარს უხდიდა. „ეს არის აბსოლუტური სიცრუე. სასამართლოს მიღმა, რასაც იხდიდა ბასილაშვილი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობისთვის“, აცხადებს ირმა ჭკადუა. ადვოკატი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი კონტრაქტი დუმილის სანაცვლოდ და სპორტსმენის მიერ სასამართლოს მიღმა გადახდილი თანხები მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობას ხმარდება. „იმიტომ, რომ შეწყდეს ეს სპეკულაციები, ბასილაშვილი ამ წუთიდან წყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკისრა. თუ ვინმეს რამე აქვს საიდუმლო, ეძლევა თავისუფლება, რომ თუნდაც ამ მოტივით, გამოაქვეყნონ და თქვან ყველაფერი!“, განაცხადა ირმა ჭკადუამ,

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ