21:09 25.05.2020
Daily Mail: სინგაპურელი მკვლევარების განცხადებით, კორონავირუსიანი პაციენტი, შეიძლება, 11-12 დღის შემდეგ დაავადების გადამდები აღარ იყოს

სიმონ კილაძის პოსტი:

 

 

სინგაპურის ინფექციური დაავადებების ცენტრისა და მედიცინის აკადემიის მეცნიერებმა მრავალი ათეული ინფიცირებულის გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კორონავირუსიანი პაციენტი შეიძლება 11-12 დღის შემდეგ ვირუსის გადამდები აღარ იყოს. ისინი პერმანენტულად აკვირდებოდნენ 70 კორონავირუსიან ავადმყოფს, მათ ყოველდღიურად აკონტროლებდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 11-12 დღის შემდეგ „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულები სხვებისთვის უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენენ - მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფებს სიმპტომები კვლავ უნარჩუნდებათ: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ტკივილი მკერდში და დადებითი ლაბორატორიული ტესტიც კი.

„ვირუსის აქტიური რეპლიკაცია პირველ კვირაში სწრაფად მცირდება, ხოლო მეორე კვირის დასაწყისში ანალიზებში სიცოცხლისუნარიანი „კოვიდ-19“ უკვე აღარ ჩანს“, - აცნობს მკითხველებს მეცნიერთა დასკვნას ბრიტანული Daily Mail. სამწუხაროდ, მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ ვირუსიან პიროვნებას ირგვლივმყოფთა დაინფიცირება სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრეც შეუძლია.

სხვათა შორის, რიგი მკვლევარები აცხადებენ, რომ დასნებოვნების პიკი სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე დგება.

 

წყარო:
https://www.dailymail.co.uk/…/Coronavirus-patients-stop-inf…




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge