მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, საზოგადოების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთიორად გაიზარდა. ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1992 წლის 23 თებერვალს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. ჩოგბურთის თამაში 6 წლისამ დაიწყო გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით. კარგა ხანს მამა – ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან ვარჯიშობდა. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო ფაქტობრივად არსად უასპარეზია. 2012 წელს ექვსი ტურნირი მოიგო (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და ორი ანტალიაში), ორჯერ კი ფინალში ითამაშა.
რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული მოდელი ნეკა დოროყაშვილი გახდა. წყვილს პატარა ვაჟი ნიკოლასი ჰყავს. წყვილი თითქმის ერთი წლის წინ დაშორდა, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. ორი დღეა მათ გარშემო საუბარი არ წყდება - ნიკოლოზს ყოფილმა მეუღლემ ძალადობისთვის უჩივლა და ახლა მათ საქმეს სასამართლო განიხილავს.
ნიკოლოზს და-ძმა – თენგო და ნატალია ბასილაშვილები ჰყავს. თენგო, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია და ნიკოლოზზე უმცროსია, ფიზიკურად ცნობილ ჩოგბურთელს ძალიან ჰგავს. ის დაოჯახებულია და პატარა გოგონა ჰყავს. ნიკოლოზ ბასილაშვილს ინტერვიუები არ უყვარს და პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მისი ოჯახის წევრებიც იშვიათად სწყალობენ მედიასაშუალებებს.
წყარო: sputnik-georgia.com
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge