დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"გადაგვარებულები ცდილობენ, ერს დაავიწყონ მერაბ კოსტავა და ის ღირებულებები, რისთვისაც იბრძოდა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ვერ მოესწრებიან!" 26.05.2020 15:51

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი - მალხაზ გულაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"სანამ საქართველოს მერაბ კოსტავასნაირი, ან მერაბ კოსტავობის მსურველი კაცები ეყოლება, მანამდე მტერი ვერაფერს დააკლებს ჩვენს სამშობლოს, როგორც არ უნდა დაჯიჯგნოს და გადააგვაროს ერი მტერმა მომხდურმა!


გილოცავთ ამ ზე კაცის დაბადების დღეს, დღეს, რომელიც მისტიკურად არის შეერთებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან!


გადაგვარებულები ცდილობენ, ერს დაავიწყონ მერაბ კოსტავა და ის ღირებულებები, რისთვისაც იბრძოდა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ვერ მოესწრებიან! ჩვენ გავიმარჯვებთ.


ჩვენთან არს ღმერთი!" - წერს გულაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ