დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ერევანმა თბილისს კორონავირუსის გამო აწყენინა: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგებს ბოდიში მოუხადა“ - „ნეზავისიმაია გაზეტა” 26.05.2020 21:35

 

რუსული გამოცემის - „ნეზავისიმაია გაზეტა-(«Независимая газета») დღევანდელ, 26 მაისი ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ერევანმა თბილისს კორონავირუსის გამო აწყენინა: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგებს ბოდიში მოუხადა“. სტატია ეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ და სკანდალურად ქცეულ ფაქტს - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლემაც რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქართული ჯანდაცვის სისტემას. როგორც ცნობილია, არსენ ტოროსიანმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს მთავრობის, კერძოდ ჯანდაცვის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსით დაავადებულებისა და გარდაცვალებულების საკითხში და განაცხადა, რომ სომხური ჯანდაცვის სისტემა ქართულზე უფრო ძლიერია. გარდა ამისა, ქართველი ექიმები კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზს სხვა დაავადებებს მიაწერენ.

 

რასაკვირველია, ქართული მხარის რეაქცია, რომლის თავმოყვარეობას საკმაოდ დაუმსახურებელი დარტყმა მიაყენეს, სომეხი მინისტრის ასეთ განცხადებაზე მომენტალური იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომეხი ჯანდაცვის მინისტრის მოქმედებას არაკორექტული უწოდა. ერევანი ცდილობდა დიპლომატიურად შეეფუთა და სომეხი ჩინოვნიკის ქცევა შეერბილებინა, მაგრამ არსენ ტოროსიანის განცხადება ისეთი პირდაპირი იყო, რომ მას ვერანაირად ვერ შეარბილებდი. მას მოჰყვა ქართველი ვირუსლოგ-ეპიდემიოლოგების თენგიზ ცერცვაძისა და ამირან გამყრელიძის განცხადებები, რომლებმაც სომეხი კოლეგისაგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. „თუ გავითვალისწინებსთ იმას, რომ სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან ცუდადაა, მაშინ არსენ ტოროსიანის განცხადება, თითქოს ჯანდაცვის სომხური სისტემა ქართულზე უფრო ძლიერიაო, სასაცილოა. ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ბატონი არსენი თბილისში და გამოცდილება გავუზიაროთ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.


მართლაცდა, თუ ორი მეზობელი ქვეყნის კორონავირუსულ სტატისტიკას ერთმანეთს შევადარებთ, ძალიან დიდი განსხვავებაა. ისე გამოდის, რომ საქართველო და სომხეთი ერთ რეგიონში კი არ მდებარეობენ და მათ არც მსგავსი სოციალური და ცხოვრებისეული ტრადიციები არ აქვთ, არამედ სადღაც ერთმანეთისაგან შორს არიან, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და საერთო არაფერი აქვთ. მაგალითად, 25 მაისისთვის სომხეთში 6661 დაავადებულია რეგისტრირებული და 81 გარდაცვლილი (გამოჯანმრთელდა 3064 ადამიანი), საქართველოში კი 782 დაინფიცირებული (გამოჯანმრთელდა 509 პაციენტი, გარდაცვლილი კი 12 მოქალაქეა.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, სკანდალისაგან განზე არ დარჩენილან ქართველი პოლიტიკოსებიც. ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ არ ღირს სიტუაციის გამწვავება და რადგანაც სომხეთი მართლაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაშია, საქართველოსთვის უმჯობესი იქნება მეზობელს დახმარება გაუწიოს: „ადამიანები მოდიან და მიდიან, ჩვენი ხალხები კი საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ“, - ამბობს მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი. სტატიის გამოქვეყნების წინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოუხადა ქართველ კოლეგებს და სთხოვა, რომ მომხდარი გაუგებრობად ჩათვალონ, კონფლიქტი კი ამოწურულად.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ