დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ხვალ, ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული" 27.05.2020 13:02

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს, ევროპის 49 ქვეყანას შორის, 100 სულ მოსახლეზე კორნავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებლი აქვს. მისივე თქმით, ინფქციის გავრცელების მაჩვენებლით ქვეყანა 123-ე ადგილს იკავებს. გახარიას თქმით, ეს როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესისა და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა.

 

„შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია. ელემენტარულად რიცხვებზე რომ ვილაპარაკოთ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და გარდაცვლილთა რაოდენობა არის, სამწუხაროდ, 347 ათასი ადამიანი. დღეს საქართველოში ინფიცირებულების რაოდენიბა არის 735, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა - 557, სამწუხაროდ, გარდაცვლილი გვყავს 12 ჩვენი მოქალაქე. დღეს საქართველო 100 სულ მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით, არის ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს და უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველო ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით 123-ე ადილს იკავებს.

 

ეს არ არის საამაყო ციფრები და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის, ბიზნესის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პანდემიის გავრცელება გვქონდეს კონტროლის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც შეგვეძლო გადაგვედგა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, იმას, თუ რამდენად ზუსტად და ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები.

 

„ეს გვაძლევს მეტ საშუალებას, ვიყოთ პროაქტიულები ეკონომიკის გახსნაში და საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გლობაური პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ