დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

მთავრობა მოქალაქეების იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს 27.05.2020 15:13

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს.

 

როგორც პრემიერმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, იპოთეკური სესხის სუბსიდირება წლის ბოლომდე გაგრძელდება და განკუთვნილი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

 

„ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ ზარალს, რომელი სექტორიც მიიღებს, გახლავთ მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის, მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ,“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, 150 მილიონი ლარი გამოიყოფა დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის, რაც ასევე დაეხმარება სამშენებლო სექტორს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ