დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ეს არის კრიზისი რომელიც არავინ არ იცის როდის დამთავრდება"-გიორგი ცუცქირიძე 27.05.2020 15:20

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"დღეს, პრემიერ გახარიას საპარლამენტო გამოსვლის ეკონომიკურ ასპექტებს მინდა შევეხო, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმეტის შესაფასებლად და ეფექტურობის თავისებურ მზომელადაც გამოდგება.

 

როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ეკონომიკის გაჩერებაზე და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე თუ გაზრდილ უმუშევრობაზე, ხშირ შემთხვერვაში არის თითიდან გამოწოვილი. პრემიერის გამოსვლიდან ცხადი გახდა, რომ ეს ატარებდა წმინდა სპეკულატიურ დატვირთვას. არ გაჩერებულა არც ერთი სტრატეგიული დანიშნულების ინდუსტრიული საწარმო, მათ შორის აგროსაწარმო. აქ საუბარია საკმაოდ დიდ რიცხვზე 65 000 ერთულზე, და პირველ რიგში ეს ეხება საექსპორტო პროფილის საწარმოებს.


ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად არ შეჩერებულა ტრანსნაციონალური გადაზიდვები, ქვეყნის ტერიტორიაზე სატვირთო გადაზიდვების კუთხით, არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყანაში სურსათის შემოსატანად, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობის არათუ შენარჩუნების, არამედ გაძლიერების თვალსაზრისითაც. რაც ასევე არის 6000 მძღოლის დასაქმებაც თავისთავად.


ეს არის კრიზისი რომელიც არავინ არ იცის როდის დამთავრდება ან თუნდაც მეორე ან მესამე ტალღა იქნება თუ არა და სავარაუდოდ როდის. ასეთ დროს ოპოზიციის შეთავაზებები ერთჯერადად კონკრეტული თანხებით დახმარებაზე, რაც არის ერთჯერადი მოხმარება, პოპულისტურია და ატარებს დროში საკმაოდ მაღალ რისკებსაც. მეორე ან მით უმეტეს მესამე ტალღის შემთხვევაში სახელმწიფოს ისევ მოუწევდა ანალოგიური თანხებით დახმარებების გაწევა ბიუჯეტიდან და რაც თუნდა მეორე ტალღისას მისი სიდიდიდან გამომდინარე(მინიმუმ წლიური ბიუჯეტის 20 % -მდე) სერიოზულ პრობლემად იქცეოდა, ისევე როგორც ამ თანხის ბიუჯეტიდან ერთბაშად გასროლა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სიდიდიდან გამომდინარე( კვარტალური ბიუჯეტის 40 %), რაც სხვა მნიშვნელოვანი მუხლების დაფინანსების პრობლემასაც შექმნიდა. გარდა ამისა, ერთჯერადი დახმარება ასევე ატარებდა ინფლაციურ რისკებსაც სასურსათო საქონელზე მაღალი პანიკური და გაურკვეველი ფონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კრიზისის საწყის ეტაპებზე და რაც მთავარია, სერიოზულ დილემად იქცეოდა საბანკო პროცენტების დაფარვაც.


ეს სოციალური პროგრამები არის გაცილებით მორგებული კრიზისის შედეგად თითოეულ დაზარალებულ ადამიანზე და ეკონომიკაზე ზოგადად, რადგან არსებული გაურკვევლობის პირობებში ერთჯერადი არ არის და მისი კორექციაც შესაძლებელია. თუნდაც არსებული სოციალური პაკეტი რომელიც უკვე შეეხო შეეხო 1 200 000 ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებების ფორმით, იყო სწორი გადაწყვეტილება ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც. პირველ რიგში ეს შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი.


კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 3 თვით, საკრედიტო დავალიანებების გადავადება, რომელიც 600 000 ადამიანმა ისარგებლა და კიდევ 3 თვით არის გაგრძელებული, ასევე ყველაზე დიდი არმიისათვის პენსიონერებისათვის წინსწრებად პენსიების ჩარიცხვა და უკვე ივნისიდან პენსიის ზრდა 30 ლარით, უზრუნველყო დროში მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი და ხარჯებში შეხიდება სახელმწიფოს მხრიდან.


და ბოლოს, საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას და საერთაშორისო შეფასებებიც ამის დასტურია."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ