დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

რა ეპიდსიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში და რას სთავაზობს მათ თბილისი 27.05.2020 16:15

“ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორი დღის წინ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვები გააუქმდა. დე ფაქტო მთავრობამ გახსნა კაფე-რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები და ბიბლიოთეკები. „რეზონანსი" ოკუპირებულ რეგიონებში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება: "მატულობს რიცხვი, მაგრამ კატასტროფული ვითარება არ არის. აფხაზურმა სამედიცინო საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მოახერხა სიტუაცია აკონტროლოს. ცხინვალში რთული სათქმელია, - არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ეპიდსიტუაციაა ოკუპირებულ რეგიონებში და რას სთავაზობს მათ თბილისი

 

“ქართული მხარის რამდენიმე შეთავაზება იყო, როგორც ცხინვალის, ისე სოხუმის მიმართ. სოხუმში ვიდეოკონფერენცია შედგა ქართულ მხარესთან და ცხინვალი თავს არიდებს ყოველგვარ ურთიერთობას ქართულ მხარესთან. რუსული მხარე ეხმარება, ელემენტარული საშუალებები გამოგზავნა, როგორც სოხუმში, ისე ცხინვალში. სოხუმის მიმართ უფრო მეტი ყურადღება და დახმარებაა. ცხინვალში შედარებით ნაკლებია დახმარება, მაგრამ სამხედრო კონტიგენტი იმდენია, რომ ლამის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდება. აქედან გამომდინარე სამხედრო კონტინგენტის დაცვის თვალსაზრისით, გარკვეული საშუალებები გამოიგზავნა, მითუმეტეს, რომ დაავადებულთა შორის ნახევარი სამხედრო პირია, ოღონდ ოსური ეროვნების. 25-30 კაცს ამბობენ, მაგრამ რეალურად ვერ გეტყვით,- არ არის კატასტროფული რაოდენობა, 50-ს არ აღემატება," - აღნიშნავს გამოცემა.

 

"სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს არც ერთი დღე არ შეუწყვეტია სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის. რეგიონში და არც ამ სოფლებში არ არის საკმარისი პროდუქტები, არ არის მედიკამენტები. საუბარი აღარ მაქვს უკვე პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც უშუალოდ კოვიდთან გასამკლავებლად არის აუცილებელი. ჩვენ პარტნიორებთან ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ წვდომა მოვიპოვოთ. გვაქვს მზაობა დავეხმაროთ მოსახლეობას არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე, არამედ ადგილზე. თუ აფხაზეთის მიმართულებით ამას სხვადასხვა არხით მაინც ვახერხებთ, ცხინვალის მიმართულებით ფაქტობრივად შეუძლებელია. აქ საოკუპაციო რეჟიმს აქვს ყრუ კედელი, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს აზიანებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. იქ მოქმედებს ერთადერთი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ჰუმანიტარული მანდატი. გარკვეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მოსახლეობას, იგივე პროდუქტების პაკეტებით და ჰიგიენური საშუალებებით. ცხადია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, რომ მოხერხდეს ამ მოსახლეობის მხარდაჭერა," - განაცხადა ციხელაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ცხინვალის რეგიონში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 37 შემთხვევაა დადასტურებული. 30 მაისამდე დაკეტილია რუსეთთან ე.წ. საზღვარი. რაც შეეხება აფხაზეთს, კოვიდ-19-ის დადებითი 28 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი - გარდაიცვალა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა 26 მაისს ცალმხრივად აღდგა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ