დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„რას დაემსგავსეთ? დამშეულ და გაბოროტებულ ვითხებს წააგავხართ ერთი-ერთში!!!! ეკლესიის ნანგრევების ერთ კენჭადაც არ მიღირხართ ასეთები!“ 27.05.2020 21:00

„ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ეკლესიისა და მისი მაღალი იერარქების დაფინანსებაზე გოშიებივით ვინც წკავწკავებთ, შეპყრობილებივით კარკლავთ თვალებს და წიგნის კითხვისთვის არასოდეს გცალიათ, ''მე-ბნელი'' შეგახსენებთ: 


ეკლესიას ოდითგან მხარში ედგა და სწირავდა გულუხვ შემწეობას უამრავი ქართველი მეფე-დედოფალი, დიდებული, თავადი და გლეხიც კი - ბევრი მათგანი შემდგომში წმიდანად შერაცხული! და ეს კეთდებოდა არა ძალდატანებით, არამედ საკუთარი სარწმუნოების გაძლიერებისათვის! ეკლესია-მონასტრების, მასში დაუღალავად მლოცველი ბერ-მონაზვნებისა და მორჩილთათვის! შემოწირულობებით იქმნებოდა შორეულ ათონზე, სინას მთაზე, ბულგარეთის ბოჭკოვოში, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართული მართმადიდებლური კერები! ასე იყო მუდმივად - ჩვენი ეკლესია შეწირულობების ბაზისზე იდგა!
და მას ჩვენი წინაპარი ხელის გულზე ატარებდა! და ახლა რა ცოფიანმა ძაღლმა დაგკბინათ ერთიანად გოშიასავით მოწკავწკავე ერთი მუჭა ბანდა?! ტრაწიან ბუღალტრებს დაემსგავსეთ: - ''რატომ ეკლესიას?! რამდენი ეკლესიას?! როდემდე ეკლესიას?!'' ხომ არ აფრენთ, თქვე საცოდავებო?! ''ჯიბის ფულის'' სუნიც მცემს პლუს თქვენს ჯიბეებში! რას დაემსგავსეთ? დამშეულ და გაბოროტებულ ვითხებს წააგავხართ ერთი-ერთში!!!! .... მიდით ახლა და იქირქილეთ ჩემზე! სულ მკიდიხართ!!! ეკლესიის ნანგრევების ერთ კენჭადაც არ მიღირხართ ასეთები!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ