დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

გიგა ბოკერიას და გიორგი გახარიას გასაუბრება პარლამენტში: - გადაყენებულია თუ არა ბოღმის და სიძულვილის ელექსირი წულუკიანი? - თეა წულუკიანს „დავაწინაურებ“ 27.05.2020 21:11

ბატონო გიორგი, როგორ ბრძანეთ თქვენ? - სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მეგობრები არიან და არა ოპოზიციისო, ხომ ასე ბრძანეთ? იქნებ ეგ ამბავი რომ ეგრეა, აი თქვენს გვერდზე რომ ზის, ქალბატონი ცქიტიშვილის გვერდზე პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი, ქალბატონი წულუკიანი, მაგას აუხსნათ და კიდევ ბატონ კაკულიასაც - „ეგეთი ევროპა არ გვინდაო“,- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრს "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მან სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, თეა წულუკიანის ციტატა წაიკითხა და პრემიერს ჰკითხა, მოხსნის თუ არა იუსტიციის მინისტრს პოსტიდან.

 

„მაგარი ციტატაა - თითებს ვიჭამდი ეს ორი რომ გარეთ გამოუშვეს - უგულავა და ოქრუაშვილი. ზოგი კითხულობს - რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან“ -ლელთღუნიას გულისხმობს ილია ჭავჭავაძის. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირებს ჩვენი მეგობრების კრიტიკას, მტრული სახელმწიფოს ოკუპაციას და ილია ჭავჭავაძეს იხსენებს. ახლა შეგიძლიათ უთხრათ - გადაყენებულია თუ არა?“- განაცხადა ბოკერიამ. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ მას უპასუხა, რომ თეა წულუკიანს „დააწინაურებს“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ